ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებს ჯენარო ქრისტესაშვილს და მარიამ ჭიპაშვილს მონოგრაფიისთვის - „სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“ ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემია მიენიჭათ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯენარო ქრისტესაშვილი და მედიცინის დოქტორი მარიამ ჭიპაშვილი საკეთესო ნაშრომისთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაფართოვებულ სხდომაზე დაჯილდოვდნენ.